ჩვენს შესახებ



Media Art-ის ისტორია 2002 წლიდან იწყება და უკვე 22 წელზე მეტია, რაც საქართველოს სარეკლამო ბაზარზე უჭირავს წამყვანი ადგილი. ჩვენი წარმატება განპირობებულია გამოცდილი გუნდით და ინოვაციურ, კრეატიულ მიდგომებზე ორიენტირებით. გთავაზობთ სწრაფ, სრულად ინტეგრირებულ სერვისებს, რომლის მეშვეობითაც გავდივართ რეალურ შედეგებზე. ეფექტური კომუნიკაციისა და სწორი სტრატეგიის მეშვეობით გვაქვს პრივილეგია ვიმუშაოთ მრავალფეროვან დიდ კომპანიებთან, საქართველოს მასშტაბითა და მის ფარგლებს გარეთ. თუ ახლახან იწყებთ თქვენს ბიზნესს ან ცდილობთ განაახლოთ თქვენი ბრენდის ვიზუალური მხარე და აამაღლოთ მისი ცნობადობა, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ და გავაუმჯობესოთ თქვენი გზავნილი მომხმარებელთან ორიგინალური პერსონალური სარეკლამო გადაწყვეტილებით. ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივ განვითარებას თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, მოგვმარTეთ და მიიღეთ ეფექტური კამპანია თქვენი ბრენდისთვის. გვანდეთ თქვენი ბიზნესი და ჩვენ ვიზრუნებთ მის წინსვლასა და წარმატებაზე

ჩვენი მისია



მუდმივი სწავლა და განვითარება საშუალებას გვაძლევს სწორად განვსაზღვროთ თქვენი ბრენდის ვიზუალური თუ ვერბალური იდენტობის საჭიროებები, შევიმუშაოთ იდეა და მივიტანოთ მომხმარებლამდე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი მისიაა დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის განვითარებაში