ჩვენი სერვისები

უსაზღვრო შესაძლებლობები

მედია არტის ფუნქცია მუდმივად განახლებული და გაუმჯობესებული სერვისია. ჩვენ ვქმნით რეკლამას თქვენთვის!

სატელევიზიო რეკლამა



ტელევიზიაში განთავსების შემდეგ აუცილებელია რეკლამის მონიტორინგი და შემდგომი ანალიზი, სისტემატიური თვალყურის დევნება იმ სარეკლამო მასალის, რომელიც ტრანსლირებული იყო ტელევიზიის მედიუმით

ციფრული მედია



ციფრული მედიის კონტენტის სტრატეგია

კონტენტის სტრატეგია არის შინაარსის, ვიზუალის და ტექსტის შექმნა. კონტენტის სწორი შერჩევა მოიცავს სამიზნე აუდიტორიას, გაზრდის ბრენდის ცნობადობას და მოიზიდავს პოტენციურ კლიენტს

სოციალური მედიის მენეჯმენტი

სწორი სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება და ბრენდის კონტენტის განთავსება სოციალური ქსელების პლათფორმებზე

ინფლუენსერ-მარკეტინგი

ინფლუენსერი — მომხმარებელი, რომელმაც მოიპოვა სანდოობა კონკრეტულ ინდუსტრიაში, აქვს წვდომა შესაბამის აუდიტორიაზე და შეუძლია დაარწმუნოს სხვები, იმოქმედონ მათი რეკომენდაციების საფუძველზე

კრეატივი



სტრატეგიული დაგეგმარება

კრეატიულობა და სტრატეგიული დაგეგმვა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.ჩვენი გუნდი დაეხმარება თქვენს ბრენდს სტრატეგიების დაგეგმვაში, რის შედეგადაც შეინარჩუნებს არსებულ და პოტენციურ აუდიტორიას სარეკლამო ბაზარზე

ბრენდინგი და დიზაინი

ბრენდის ვიზუალური იდენტურობა არის სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის გადამწყვეტი მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებზე. ლოგო, დასახელება, სლოგანი და შეფუთვა – ეს ის კომპონენტებია, რომლებიც მომხმარებელს გარკვეულ წარმოდგენას მისცემს თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაზე

კოპირაითინგი

კოპირაითერი ორიენტირებულია, რომ დაარწმუნოს მკითხველი კონკრეტული ბრენდის დადებით თვისებებში და საჭიროებაში. იყოს მეტად დამაჯერებელი, გამოიწვიოს პოტენციურ მომხმარებელში ნდობა და ინტერესი, რათა მან შეასრულოს კონკრეტული ქმედება

ბეჭდვა



ბეჭდური რეკლამა ისტორიულად რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. ამ ტიპის რეკლამა შეიძლება შეიცავდეს პლაკატებს, ფლაერებს, ბროშურებს, მენიუებს, შეფუთვას, ბილბორდებს და სხვა. წარსულში, ბეჭდური მედია იყო #1 საშუალება მასებისთვის ინფორმაციის მისაღებად, დღეს, ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დიდი მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი. თანამედროვე ეპოქაში ბეჭდური რეკლამა ასევე ეფექტურია, რადგან ის უზრუნველყოფს ნაკლებად ინტრუზიულ კონტრასტს, რითიც გაჯერებულია ციფრული არხები

გარე რეკლამა



გარე რეკლამა ხშირად არის პირველი, რასაც პოტენციური მომხმარებელი ხედავს. გარე რეკლამა უნდა იყოს საკმარისად ნათელი და თვალსაჩინო, ყურადღების მისაქცევი და საკმარისად ინფორმატიული იმისათვის, რომ პერსპექტიულმა მომხმარებლებმა იცოდეს რას სთავაზობენ

გრაფიკული დიზაინი



გრაფიკული დიზაინი არის საკვანძო ქვაკუთხედი თქვენი არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზაზე. სურათები, სიმბოლოები და სიტყვები შემოქმედებითად გადმოგვცემს გზავნილს თქვენი საქმიანობის შესახებ. მომხმარებელი ქვეცნობიერად ირჩევს პროდუქტს, რომელსაც კრეატიული და სწორად შერჩეული დიზაინი სთავაზობს. მნიშვნელოვანია რომ თქვენი გზავნილი გამოიყურებოდეს პროფესიონალურად და გამოირჩეოდეს კონკურენტებისგან. სწორედ რომ დიზაინი გვიზიდავს იმ ბრენდისკენ, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი. წარმოიდგინეთ საქმიანობა სახელისა და გამოსახულების გარეშე. მხატვრული ელემენტები ქმნიან აზრს ან მენტალურ დამოკიდებულებას იმაზე, თუ რა საქმიანობას ეწევით და რა შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს მომხმარებელს